ბრენდი ჩამოვაყალიბეთ როგორც თანამედროვე ქართული მეღვინეობა, რომელიც აერთიანებს ტრადიციებს, გასტრონომიასა და აგროტურიზმს.
შემუშავდა საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც ეყრდნობა ღვინის, ბუნებისა და სტუმართმოყვარეობის თემების ჰარმონიულ შერწყმას.
შეიქმნა ატმოსფერული ვიზუალური სტილი და კომუნიკაციის ტონი, სადაც მთავარი აქცენტი ტრადიციებზე კეთდება.
განხორციელდა მეღვინეობის, როგორც ტურისტული მიმართულების, განვითარება სოფელ შილდაში — დეგუსტაციებით, გასტრონომიული გამოცდილებებითა და კულტურული ღონისძიებებით.
შენარჩუნდა ბრენდის იმიჯი და გაძლიერდა მისი პოზიციონირება ახალ ბაზრებზე, მათ შორის ექსპორტის მიმართულებით: რუმინია, დანია, ნიდერლანდები, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია, აზერბაიჯანი და აფრიკის ქვეყნები.
Let s create something impactful together