როგორ შევქმნათ ძლიერი ბრენდი?

ყოველი დამწყები მეწარმე სვამს კითხვას თუ როგორ შევქმნათ ძლიერი ბრენდი

ან ზოგადად, რატომ უნდა შეიქმნას ბრენდი თუ უბრალოდ შესაძლებელია პროდუქტის ან მომსახურების შექმნა?

ბევრი ფიქრობს, რომ ბრენდი არის ვებსაიტი, სავიზიტო ბარათები, ლოგოები და რეკლამა. თუმცა, ეს ასე არ არის, ბრენდი არის კომპანიის პოზიცია ბაზარზე და ამ პოზიციონირების სწორად ჩამოყალიბებისთვის რამდენიმე აუცილებელი პრინციპის დაცვაა საჭირო.

დიზაინი

ბევრი ადამიანი ცდება როცა თვლის, რომ ორიგინალურობა რთულია.

ამ დროს, მერწმუნეთ,  ყველაფერი გენიალური ძალიან მარტივია.

ლოგოს, სარეკლამო ბანერის თუ პოსტერის მთავარი მიზანი არის ხელმისაწვდომობა და აღქმის სიმარტივე.

ქართული ბრენდების წარმატებული ლოგოები:


Crosty


TBC Bank

Meama

ღირებულება

როგორც წესი, კომპანიები ცდილობენ თავიანთი ღირებულება ყოველთვის ლოზუნგით გამოხატონ, იმიტომ რომ ეს ის საფუძველია, რომელზეც ბრენდია აგებული.

სწორედ ღირებულებებზე დაყრდნობით იგება ბრენდის კულტურა, სტრატეგია, პოზიციონირება, მომხმარებელთან კომუნიკაციის გეგმა.

თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ჩვენი ერთ- ერთი დამკვეთი საქართველოში – კომპანია Alhadaya. იგი აწარმოებს ომეგა-3 და შავი კვლიავის (იგივე ძირა) კაფსულებს.

”ჩვენი მიზანია თითოეული მომხმარებელი უფრო ჯანმრთელი გახდეს”.

ამიტომ, მომხმარებელთან კომუნიკაცია დამყარებულია მათი პრობლემების იდენტიფიცირებაზე და ინდივიდუალურ მიდგომაზე დოზირების კუთხით, პრეპარატის მიღების წესებსა და ამის შემდგომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებაზე.

ორიგინალურობა

დიახ, ჩვენ მაღალკონკურენტულ ეპოქაში ვცხოვრობთ. გლობალური თვალსაზრისით,  უკვე დიდი ხანია რაც ყველაფერი გამოიგონეს. თუმცა იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული, ბრენდს მისი კონკურენტებისგან დიფერენცირება სჭირდება.

მოდით განვიხილოთ ეს პუნქტი ფიტნეს ცენტრ- Urban Garden-იდან გამომდინარე.

თბილისში საერთაშორისო ბრენდებიდან დაწყებული, მცირე დარბაზებით დამთავრებული საკმაოდ ბევრი სპორტული დარბაზია, რომლებიც აღჭურვილობის კუთხით სრულიად აკმაყოფილებდნენ ნამდვილი „ბრუტალური“ მომხმარებლის მოთხოვნებს.

თუმცა, Urban Garden-ი მათგან გამოირჩეოდა იმით, რომ თავის მომხმარებლებს დამღლელი ვარჯიშის შემდგომ ფიტნეს ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ბაღში, ჰამაკებით სარგებლობას და დასვენებას სთავაზობდა.

სიმბოლიზმი

ბრენდისთვის ძალიან კარგი ხერხია მისი პროდუქტის, მომხმარებლის ოცნებასთან, ასოციაციებსა თუ მოგონებებთან დაკავშირება ან გაიგივება.

ამ ტექნიკას ხშირად იყენებენ საცხოვრებელი ფართებისა და სამშენებლო კომპანიების მარკეტერები.

როგორც მაგალითად საცხოვრებელი კომპლექსი – Lisi View, რომელიც მდებარეობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და ლოზუნგით “გარემო რომელიც შენია” გვიბიძგებს ოცნებებისკენ, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში საცხოვრებელი სახლის ფლობას უკავშირდება.

ნდობის დამყარება

თანამედროვე მსოფლიოში ძლიერი ბრენდის შექმნისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პუნქტია. თუ გენდობიან, მაშინ შეგიძლია გაყიდო ყველაფერი რაც გინდა და რა ფასადაც გინდა.

აუდიტორიის ერთგულების მოპოვებისთვის მრავალი განსხვავებული ინსტრუმენტი გამოიყენება, ერთ-ერთია  რეკლამირება ბლოგერებისგან, როგორც გარანტიების მიწოდება ექსპერტებისგან.

მაგალითად, კომპანია Wolt-ი თავისი მომსახურების რეკლამირებისას ხშირად იყენებს ბლოგერების ჩართულობას, რაც მომხმარებლებში დადებით ასოციაციებს იწვევს.

რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველა იმ ხერხისა თუ ხრიკის ჩამონათვალი, რომელსაც ძლიერი ბრენდები იყენებენ, თუმცა თუ  მათ მიმართავთ შეძლებთ ბაზარზე თქვენი პოზიციის მნიშვნელოვნად გააძლიერებასა და გაყიდვების გაზრდას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *